Warrenty

წუნდებული პროდუქციის ახლით ჩანაცვლება ხდება, თუ:

ნივთს გახსნისთანავე (ყიდვის მომენტში) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი. (აუცილებელია ნივთის ვიზუალური დათვალიერება ყიდვის მომენტში კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, ვინაიდან მომავალში ვიზუალური დეფექტის გამო მოწყობილობა აღარ შეიცვლება); ნივთს შეძენიდან ერთიდ დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი (აქ არ იგულისხმება ვიზუალური დაზიანება და პროგრამული ხარვეზი), სერვისცენტრი გასცემს წუნდებული მოწყობილობის შეცვლის აქტს. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანებების გარეშეა შენარჩუნებული და აღნიშნულ ვადაში პროდიქტი წარმოდგენილია სრული კომპლექტაციითა და დაუზიანებელი ყუთით;

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება, თუ:

არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი; ნივთის ყუთი დაკარგულია ან დაზიანებულია; მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება; მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულებისთვის შეუსაბამო მიზნით; დაზიანება სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულებამ გამოიწვია; მოწყობილობა დააზიანა მომხმარებელმა ტრანსპორტირებისას; მოწყობილობა დაზიანდა მის გვერდით განთავსებული სხვა მოწყობილობის გამო; მოწყობილობა დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით; დაზიანება მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევამ განაპირობა; დაზიანება ელ.ქსელის გაუმართაობის (ძაბვის ცვალებადობა), მექანიზმის დანესტიანების, კოროზიის, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების ან პირობების დარღვევის, არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგია; თუ სუპერკლონის ბაზარზე ხართ, სუპერ კლონი როლექსი არის ის ადგილი, სადაც უნდა წახვიდეთ! როლექსი-ის ყალბი საათების უდიდესი კოლექცია ონლაინ!

რეკომენდაცია

გთხოვთ, დაათვალიეროთ ვიზუალურად თქვენ მიერ შეძენილი მოწყობილობა ყიდვის მომენტში კურიერის თანდასწრებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტრო მოწყობილობის წყალში/სითხეში მოთავსება რეკომენდირებული არ არის. აღნიშნული გაფრთხილება ეხება იმ მოდელებსაც, რომლებზეც მწარმოებელი კომპანია ადასტურებს, რომ არის „წყალგამძლე“.